სამართალი

გახარია – ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ

რა თქმა უნდა ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას – ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავში მკვლელობის საქმეზე ყოფილი პოლიციელების დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დადასტურებულად იქნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.

პრემიერმინისტრის თქმით, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ.

მსგავსი სიახლეები

უკრაინაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ადმინისტრატორი

ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტზე სამი არასრულწლოვანია დაკავებული

editor

ნიკა გვარამიას დაკითხვის დეტალები პროკურატურამ განმარტა

editor

Leave a Comment