პოლიტიკა

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს სერგო რატიანი ხვდება

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანები არიან გახარიას მძევლები და ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ გახარიამ გადაფაროს საკუთარი დანაშაული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა გლდანის ციხესთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 10 პატიმარს შეხვდება და გაეცნობა მათ მდგომარეობას.

„ჩვენ ასევე ვნახეთ, კობახიძე, რომელიც საუბრობდა შეთქმულებაზე. მან ვერ გააცნობიერა ის მძიმე პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საზოგადოების წინაშე. მისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შეთქმულების თეორია და ამის გულისთვის ადამიანები იხდიდნენ სასჯელს.

ჩვენ აქ შევდივართ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოვინახულოთ, რა მდგომარეობაში არიან დაკავებულები, რა აწუხებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ არ რჩებოდნენ დაკავებულები და არ რჩებოდნენ მძევლად ადამიანები“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი – მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია

რედაქტორი

გუბაზ სანიკიძე: შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა

ადმინისტრატორი