საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარედ „შეცვალეს” აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის „შეცვალე” აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ამის პარალელურად, მოძრაობის რამდენიმე წევრი პარლამენტის შენობაში იმყოფება.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა, ისინი პარლამენტში შესვლას და კითხვების დასმას აპირებდნენ, თუმცა პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება მხოლოდ მოძრაობის სამ წევრს მიეცა და აქციაც სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიგეგმა. ამ წუთებში მოძრაობის სამი წერი, პარლამენტში იმ სხდომათა დარბაზთან იმყოფება, სადაც კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

„შემოსვლა მხოლოდ სამმა ადამიანმა მოვახერხეთ, საშვებიც დანარჩენებზეც იყო დაშვებული და ხუთი ადამიანი არ შემოუშვეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქციების რეჟიმში გადავსულიყავით და ასე გავაგონოთ ჩვენი ხმა შალვა თადუმაძეს. მისი მოსამართლედ გამწესება არის არალეგიტიმური გადაწყვეტილება. მას არ აქვს დიპლომი და ეს არის ჩვეულებრივი დაწინაურება“, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარეთ კვლავ რჩება მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტების ნაწილი.

მსგავსი სიახლეები

მთავარი არხის ლოგო და სლოგანი უკვე ცნობილია

ადმინისტრატორი

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

ქობულეთში ხრამში ავტომობილი გადავარდა დაღუპულია 5 ადამიანი

editor