ვიდეო საზოგადოება

კახი კალაძე – ტაქსებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს

მთავარი ამოცანაა, რომ ლიცენზია, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, მათთვის ეს იქნება ღირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.

„ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის და ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად, საზოგადოებაში. კარგია, რომ ეს ნამდვილად არ გამოუვიდათ ამ ადამიანებს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა თვითონ ლიცენზიის მფლობელებთან, ტაქსის მძღოლებთან. მგონია, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც ჩემი აზრით, ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

პრემიერი გუგუტიანთკარსა და ახალუბანს ეწვია

ადმინისტრატორი

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული

editor

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო” და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდ

რედაქტორი