ვიდეო პოლიტიკა

გიორგი გახარიას პირველი ოფიციალურ ვიზიტი ბაქოში

პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

დეპუტატები უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

editor

ერთი წლის წინ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ მოწყობისათვის ” გირჩის” წევრები შსს-ში დაიბარეს

editor

ნათლიამ ნათლული ვალის გამო მოკლა

editor