პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მონტენეგროს პრეზიდენტს შორის შეხვედრის მთავარი თემები პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა მონტენეგროსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მილო ჯიუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს წარმატებებს და მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

სტრასბურგის სასამართლო 18 ივლისს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

რედაქტორი

რომან გოცირიძე – ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა კვლავ უნდა გაამკაცროს, რომ სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული

editor

ლევან ნიკოლეიშვილი „რუსთავი 2“-ს ურჩევს ნაციონალების პოლიტიკური ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს

რედაქტორი