ვიდეო პოლიტიკა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება

საქართველოს პარლამენტში მომავალი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.

2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული და მასში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთი პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა, ბაღისა და სკოლის პედაგოგების, ექიმებისა და სამართალდამცველების ხელფასების მატება არის გათვალისწინებული. ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებს დეპუტატებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

როგორც ცნობილია , მომავალ წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და დოკუმენტს “საარჩევნო ბიუჯეტად” აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ევროკომისიას პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

რედაქტორი

პარლამენტის ეზოში პოლიციის მობილიზება შეინიშნება

editor

ზალკალიანმა სერგეი ლავროვს უთხრა რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა

editor

Leave a Comment