პოლიტიკა

გახარია პირველი ოფიციალური ვიზიტით აზეირბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

2019 წლის 9 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას კი სომხეთში ვიზიტი შედგება. ასევე მზადდება პრემიერმინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

გიორგი გახარიას მთავრობას პარლამენტმა ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა. ამ პოსტზე მან მამუკა ბახტაძე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

სოზარ სუბარი სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მოღალატეებად მიიჩნევს

რედაქტორი

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

რედაქტორი

ანრი ოხანაშვილი: არ არის ეს სწორი თითქოს საქართველოს მთავრობა მიესალმა იმას, რაც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჟღერა პუტინმა

რედაქტორი