საზოგადოება

ბათუმში პროექტი ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე“ განხორციელებას იწყებს

ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ,KfW- ს დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის – ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე“ განხორციელებას იწყებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განვითარება. ჩაქვის წყალმომარაგების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. მეჯინისწყლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის გაფართოება. წყალმომარაგების 5 000 კუბ.მ. რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოსთან არსებული რეზერვუარების მიმდებარედ. წყალარინების ქსელის მოწყობა ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებებში.

სამუშაოების ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს და პროექტი 2020-2025 წწ პერიოდში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის შენობაში ხანძრისას ორი ქალი დაიღუპა

editor

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკით დასრულდება

რედაქტორი

პატარა ანიტა ფაცაცია გარდაიცვალა

editor