პოლიტიკა

ცინიზმად და თავხედობად აფასებს ირაკლი აბესაძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას

ცინიზმი და თავხედობა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ქუცნაშვილი 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენები ცალსახად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ გავრილოვის ჩამოყვანა და მისი ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო „ქართული ოცნების” დანაშაულებრივი საქციელი. ქუცნაშვილის ცინიკური გამოსვლა და გამართლების მცდელობაც ამას ადასტურებს. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ „ევროპული საქარყველოს” დეპუტატებმა აღარ მისცეს გავრილოვს საშუალება დაეკავებინა სკამი და ამან ასევე, გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებამ ჩაახშო და დაშალა. ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს, პასუხი ეგო, ჩვენ ის ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ასე რომ, დღეს ქუცნაშვილი ღიად საუბრობს იმას, რაც „ქართული ოცნებისთვის” არაპოპულარულია“, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები

ირმა ნადირაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ქურდების პრეზიდენტია

ადმინისტრატორი

ნაციონალურ მოძრაობას დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს!- ვაჟა კოკაია

editor

რომან გოცირიძე- მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

editor