ეკონიმიკა

გიორგი კაკაურიძე – კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კაკაურიძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება.

„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე – 2.7 პროცენტზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს

editor

ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა

editor

რუს ტურისტებში საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად დაეცა

რედაქტორი