ვიდეო კულტურა

გია ყანჩელის ხსოვნის საპატივსაცემოდ ჰააგის წმ.იაკობის ეკლესიაში კომპოზიტორის მუსიკა გააჟღერეს

ნიდერლანდებში ჰააგის წმ.იაკობის ეკლესიაში გია ყანჩელის ხსოვნის საპატივსაცემოდ კომპოზიტორის მუსიკა გაჟღერდა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში ავრცელებს. 

“საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. 4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად წმ.იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილების“ მელოდია აჟღერდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცმა აზარტული თამაშების გამო სიცოცხლე სიუციდით დაასრულა

editor

თბილისში კინოთეატრ “ამირანთან” განვითარებულ მოვლენებს დასავლური მედია ეხმიანება

editor

გურჯაანში, ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

editor