ეკონომიკა

2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 % შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

დედაქალაქი იტალიურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

რედაქტორი

ბადრი ჯაფარიძე: საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად ვიქნებით

რედაქტორი

სხვადასხვა დარღვევისათვის 37 ობიექტი დაჯარიმდა

ადმინისტრატორი