კულტურა

„ფორსაჟის“ რეჟისორს რობ კოენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

„ფორსაჟის“ პირველი ნაწილის რეჟისორს რობ კოენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The Huffington Post-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 4 წლის წინ მოხდა. 28 წლის ქალი კოენს ახალი სატელევიზიო პროექტის განსახილველად შეხვდა, რეჟისორმა კი ის დაათრო და მსხვერპლის უმწეო მდგომარეობით ისარგებლა. ახლა რობ კოენი ამბობს, რომ ბოდიში პროექტის შესრულებისთვის გამოწერილი დაბალი ჰონორარის გამო მოიხადა. 2019 წლის თებერვალში კოენი სექსუალურ ძალადობაში მისმა 32 წლის შვილმა ვალკირია უეზერმაც დაადანაშაულა. ტრანსგენდერი ქალი ამტკიცებს, რომ მამა მას სექსუალურად ავიწროებდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ბიჭი იყო. კოენი და მისი ადვოკატები ბრალდებებს არ ეთანხმებიან და ცილისწამების შესახებ სარჩელს ამზადებენ.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „ღამის სერენადების“ რეპეტიცია გაიმართა

ადმინისტრატორი

„ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

რედაქტორი

აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალიზე, დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის „შინდისი“ გადასცეს

editor