კულტურა

ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“ იშვიათი ვერსია Сhristieʼs აუქციონზე გაიყიდა

Сhristieʼs აუქციონის სახლმა ბენქსის ნამუშევრების დიდი ონლაინ-აუქციონი მოაწყო. ვაჭრობაზე, რომელსაც ეწოდა „Banksy: I canʼt believe you morons actually buy this sh*t“ („ბენქსი: ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, კრეტინები, მართლაც ყიდულობთ ამ სისულელეს“) ბენქსის ხელმოწერილი 30 პრინტი გამოიტანეს. ისინი მთლიანობაში 1,122 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ყველაზე ძვირ ლოტად იქცა ნახატის „გოგონა ბუშტით“ იშვიათი ვერსია (აქ ბუშტი ოქროსფერია). ლოტი 395 ათას ფუნტ სტერლინგზე ძვირად გაიყიდა. ვაჭრობის დაწყებამდე ამ პრინტის გაყიდვას 284,5 ათას ფუნტად გეგმავდნენ.

გოგონას გამოსახულება გაფრენილი გულის ფორმის ბუშტით მიჩნეულია ანონიმური ქუჩის მხატვრის არამხოლოდ ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად, არამედ დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვან სიმბოლოდაც. პირველად, გოგონას გამოსახულებიანი გრაფიტი ლონდონში 2002 წელს ერთდროულად ორ ადგილას გაჩნდა. Сhristieʼs აუქციონზე გაყიდული ოქროსფერბუშტიანი ვერსია ბენქსიმ 2004 წელს შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ქობულეთში მრავალეთნიკური/მრავალკულტურული მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

პეტრას ციხის მოწყობა მომავალი წლისთვის დასრულდება

ადმინისტრატორი

16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველო სტენდი გაიხსნა

editor