კულტურა

ფილმ „ჯოკერის“ ჩვენებისას აშშ-ში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება

ფილმ „ჯოკერის“ ჩვენება აშშ-ში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ქვეშ წარიმართება, – წერს CNN. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა კინოთეატრმა აკრძალა ფილმის სეანსზე „ჯოკერის“ კოსტიუმით დასწრება.

აღნიშნულის მიზეზი 2012 წელს კოლორადოში ერთ-ერთ კინოთეატრში „ბეტმენი: ბნელი რაინდის აღზევების“ ჩვენებისას მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანის დაღუპვაა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, ფილმ „ჯოკერის“ სეანსების მიმდინარეობას ოფიცრები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული „ჯოკერი“ IMDB-ზე კომიქსების მიხედვით შექმნილ ფილმებს შორის ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული კინონამუშევარი გახდა. „ჯოკერმა“ ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მე-5 ფესტივალი გაიმართება

ადმინისტრატორი

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დასრულდა

editor

„ფორსაჟი 9“ და ვინ დიზელი თბილისში

ადმინისტრატორი