კულტურა

ბუბა ხოტივარი გახდა საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა.

ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი, 63 მოაგროვა.

ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს. სოსო ჯაჭვლიანმა ბუბა ხოტივარს გამარჯვება უკვე მიულოცა.

კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა  დატოვა.

მსგავსი სიახლეები

„ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

რედაქტორი

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს

რედაქტორი

ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩიკაგოს საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

editor