ეკონიმიკა

დოლარის კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა

2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დოლარის კურსი 2.9638 ლარის ნიშნულზეა ჩადებული. დოკუმენტში სახელმწიფო ვალის გამოთვლისას გამოყენებულია ოფიციალური კურსი – 13 სექტემბრის მდგომარეობით. გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში კურსი 2.66 ნიშნულზე იყო გათვალისწინებული.

კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა. თუ თავდაპირველად საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარის ნიშნულზე იყო გათვალისწინებული, ახალ პროექტში ეს მაჩვენებელი 20.6 მილიარდამდე იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ლიუ ჰუი- მნიშვნელოვანია, საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს

editor

რას სთავაზობს სახელმწიფო დასეტყვილი ვენახების პატრონებს?

editor

საქართველო უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო

editor