პოლიტიკა

ეკა ბესელია – პროცედურა, რომელიც კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უსამართლო და არადემოკრატიულია

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, პროცედურა, რომელიც კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უსამართლო და არადემოკრატიულია. ბესელიას თქმით, ფრაქციებს მიღმა მყოფ დეპუტატებს კითხვა-პასუხის პროცესისთვის 20 წუთი გამოეყოთ, რაც საკმარისი არ არის.

მინდა, მთლიანი სურათი დაინახოს საზოგადოებამ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, ვინ არიან ისინი. თუ უზენაესი სასამართლო ხელში აიღო კლანმა, არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციებთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობა აქვს. ეს არის ბრძოლა სწორედ იმისთვის, რომ სასამართლო სრულად გაკონტროლდეს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახაა და არ ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისათვის

რედაქტორი

2020 წლის არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

editor

გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟის შემდეგ რუსები აღარ გამოჩენილან

ადმინისტრატორი