ეკონომიკა

ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით შრომის კოდექსში ცვლილებები იგეგმება

პირები, რომლებიც ზეგანაკვეთურად იმუშავებენ, დამატებით ანაზღაურებად არსებული ხელფასის 125%ს ან მეტს მიიღებენ. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.

კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

მსგავსი სიახლეები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9598 ლარი გახდა

ადმინისტრატორი

პედაგოგებს ანაზღაურება 300 ლარით, ხოლო სამართალდამცველებს 125 ლარით გაეზრდებათ

editor

ქუცნაშვილი ჭყონიას მთელი მისი ქონების ერთ სასტუმროში გაცვლას სთავაზობს

რედაქტორი