პოლიტიკა

მადლენ მუნმა დათა ვანიშვილს სიმამაცისათვის მადლობა გადაუხადა

ნატოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტმა დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს მადლობა გადაუხადა სიმამაცისათვის.
„საპარლამენტო ასამბლეა მოვიდა აქ, საოკუპაციო ხაზთან, რომ ნახოს რა პრობლემები აქვთ იმ ხალხს, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და მეორე დღეს გაიღვიძეს და ეს მოქალაქეობა წართმეული ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, სადაც ადამიანებს საკუთარი მიწები ჩამოართვეს. ჩვენი საქმეა, რომ დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში.” – აცხადებს მადლენ მუნი.

მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარია: რატომ გაზი? და რატომ უკან ?

რედაქტორი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბაქოს ეწვევა

რედაქტორი

გიგი უგულავა მიხეილ გორგაძეზე: როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის

რედაქტორი