პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოქტომბერში პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებენ

„ლელოს“ პრეზენტაციის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქმნიან ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე. როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ის კონკრეტულ გვარებს ვერ დაასახელებს ვინ იქნებიან პარტიაში, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. „ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით“, – განაცხადა ხაზარაძემ

მსგავსი სიახლეები

“ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოზიცია დააფიქსიროს

რედაქტორი

დავით უსუფაშვილი: მომავალ კოალიციებზე დღეს საუბარი უსაგნო და უაზროა

რედაქტორი

თავდაცვის სამინისტროსა და ჩაფიძის კლინიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რედაქტორი