პოლიტიკა

„კორუმპირებული“ და „ფარჩაკი“ – დაპირისპირება მერიაში

ნაციონალმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის მერს „კორუმპირებული“ ეძახა, კალაძემ კი ხაბეიშვილს „ფარჩაკი“ უწოდა. ამის შემდეგ კალაძემ ხაბეიშვილი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვვა.
“153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?”- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.
“თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”- უპასუხა კალაძემ ხაბეიშვილს.

მსგავსი სიახლეები

გრიგოლ ვაშაძე: მართლმსაჯულების დაცინვაა, როდესაც შს მინისტრი არ არის დაკითხული და ჩვენ გვიბარებენ

რედაქტორი

აფხაზეთში დღეს სეპარატისტული რეჟიმის საპრეზიდენტო არჩევნებია

ადმინისტრატორი

ზაზა გაბუნია, თემქაზე, ავშნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

რედაქტორი