მსოფლიო

რატომ გაიფიცნენ „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტები

დღეს „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტებმა ორდღიანი მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს. გადაიდო 850 ფრენა და ამ მიზეზით, კომპანია 44.5 მილიონ ევროს იზარალებს.
პილოტები გაფიცვის მიზეზად თვეების განმავლობაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას ასახელებენ.
მათ მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ თავის დროზე, როდესაც ავიაკომპანიას სირთულეები შეექმნა, პილოტები გაგებით მოეკიდნენ ხელფასების დაკლებას. ახლა კი, როდესაც ავიაკომპანია მოგებაზე მუშაობს, არავის სურს მათი ხელფასების მომატებაზე იზრუნოს.

მსგავსი სიახლეები

ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

editor

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი აღმოაჩინა

editor

თურქეთში, ქალაქ ამასიაში, ქართველი ქალი მოკლეს

რედაქტორი