მსოფლიო

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს

რუსეთმა უკრაინას გადასცა 35 ადამიანი, ხოლო უკრაინამ რუსეთს 33 ადამიანი. რუსეთის მიერ გადაცემულ პატიმრებს შორის არის რეჟისორი ოლეგ სენცოვი, ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური და კიდევ 10 პოლიტპატიმარი. სენცოვი და კიდევ 10 პატიმარი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს შეიწყალა. უკრაინის მიერ გადაცემულ პატიმრებს შორის კი 16 პატიმარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს შეიწყალა. ამ 16 პატიმრიდან 3 ქალია. ასევე არის პორტალ „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც, მას ბრალად ედებოდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი.

მსგავსი სიახლეები

ნატო – რუსეთის პარალელური წვრთნები შავ ზღვაში

რედაქტორი

აშშ-ში დაბადებული არალეგალი მიგრანტების შვილებს, შესაძლოა, ქვეყნის მოქალაქეობა აღარ მიანიჭონ

ადმინისტრატორი

ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ 13 ადამიანი ემსხვერპლა

რედაქტორი