კულტურა

პეტრას ციხის მოწყობა მომავალი წლისთვის დასრულდება

ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას „ქაჯეთის ციხე“ უწოდეს. ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება და მსაზე ჯამში 1 750 000 ლარი დაიხარჯება. „უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ

მსგავსი სიახლეები

სკორსეზეს ახალ ფილმში დიკაპრიო და დე ნირო ითამაშებენ

editor

საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შესრულებისთვის „ოსკარის“ ხოაკინ ფენიქსსა და რენე ზელვეგერის გადაეცათ

editor

„ოსკაროსანი” მსახიობი ჯარედ ლეტო, Thirty Seconds to Mars-თან ერთად „ბლექ სი არენაზე” კონცერტს გამართავს

რედაქტორი