კულტურა

მსურველებს ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესრტივალის დახურვაზე ეპატიჟებიან

6 სექტემბერს, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიხურება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის დახურვაზე დასწრების მსურველთათვის ნიქოზის მიმართულებით თბილისიდან ავტობუსები გავა ვარდების მოედნიდან, დილის 9 საათზე.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი წელს მეცხრედ იმართება. ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის – მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის ინიციატივით 2011 წელს დაარსდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ვერდის სახელობის ფესტივალი გაიმართება

ადმინისტრატორი

წელს Emmy-ის დაჯილდოების ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის

editor

ქობულეთში მრავალეთნიკური/მრავალკულტურული მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი