კულტურა

TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება

პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის TBILISI PIANO FEST ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტები. ფესტივალი ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმოდ 16:00 საათზე გაიხსნება. მას წარუძღვება ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც ჯორჯიან სინფონიეტასთან ერთად შეასრულებს ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს. კონცერტში მონაწილეობას იღებს აგრეთვე ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. 1 სექტემბერს 20 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომელის ფარგლებშიც ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს ქართველს მსმენელს.

მსგავსი სიახლეები

ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33A ბათუმში კონცერტს გამართავს

რედაქტორი

მერილენდში 1760-იან წლებში აშენებულმა სახლმა ადგილი შეიცვალა

editor

16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველო სტენდი გაიხსნა

editor