საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში N21 საბავშვო ბაგა-ბაღის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ბაღის რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაიწყო – მოხდა ავარიული კედლების დემონტაჟი, გამაგრება, შეიცვალა ყველა საჭირო კომუნიკაცია და ჩატარდა შიდა რემონტი. პარალელურად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბაღის მოქმედ შენობაში. შენობის დაზიანებული ფლიგელის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღს ორი ახალი სააღმზრდელო ჯგუფი, ღონისძიებების დარბაზი და აქტივობების ჩასატარებელი ორი ღია ვერანდა შეემატა. მსგავსი სივრცეები ბაგა-ბაღს მანამდე არ ჰქონია. განახლებული N21 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან განაახლებს და უკვე ახალ სააღმზრდელო წელს ბავშვებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დახვდებათ.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

editor

დევნილები და სოცდაუცველი ოჯახები შენობაში შეიჭრნენ

რედაქტორი

გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა -ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

editor