ეკონიმიკა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის კომპანიის შერჩევა დაიწყო

საპროექტო კომპანია „სმექი“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირების პროექტის სამუშაო ვარიანტს 2 ოქტომბერს წარმოადგენს, რის შემდეგაც ტენდერი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე).
დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@georoad.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა.

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა აჭარაში სავალუტო ჯიხურები დახურა

ადმინისტრატორი

რას სთავაზობს სახელმწიფო დასეტყვილი ვენახების პატრონებს?

editor

დოლარის კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა

editor