პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ტვ პირველს საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი დავა, რომელიც ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარეობს, კავშირში არ არის ტელეკომპანია „პირველთა“.
„ამ ტელევიზიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც ყველა სხვას და აქტიური მაყურებელი ვარ. შესაბამისად, ჩემი პირადი მოლოდინია და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა, გავლენა ტელევიზიის მაუწყებლობაზე არ და ვერ იქნება. რაც შეეხება საქმეს, როგორც ვიცი, ეს დაკავშირებულია ე.წ. თიბისი ბანკის გამოძიებასთან და გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებთან, რომელიც გამოძიებამ მიიჩნია უკანონოდ. ტელევიზიას მე ამას არ დავუკავშირებდი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს საქმიანობაზე არანაირი ხელის შეშლა და შეფერხება ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ იქნება“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მსგავსი სიახლეები

დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებას დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის გაჩუმების მცდელობა ძვირად დაუჯდება

რედაქტორი

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს

editor

გიორგი გაბუნია დღეს პროკურატურაში გამოკითხეს

ადმინისტრატორი