მსოფლიო

პაულო დიბლი ამაზონის ხანძრებზე

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ წუხილი გამოთქვა, რომ ამაზონის ტყეები იწვის.

“ამაზონი ცეცხლის ალშია მოფენილი. ამაზონი არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკას, არამედ ჩვენ ყველას გვეკუთვნის. მისი ტყეები დედამიწის ფილტვებია, ისინი პლანეტას ჟანგბადის 20 პროცენტს აძლევენ. ამაზონი ჩვენი ყველას ტყეა და ჩვენი მომავალი იწვის. ამაზონი ამას არ იმსახურებს, ჩვენი დედამიწა არ იმსახურებს ამას. რამე უნდა მოიმოქმედოთ”, – დაწერა დიბალამ სოციალურ ქსელში.

ბრაზილია ამაზონის ტყეების ხანძრისგან შექმნილმა კვამლმა მოიცვა. ტყეები უკვე 16 დღეა იწვის. ბრაზილიის სახელმწიფო კოსმიურმა ცენტრმა INPE-მა აღნიშნა, რომ ხანძრის კერების რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

დიდი საბანკო აფერა – ევროკომისიამ ბანკები ერთი მილიარდით დააჯარიმა

რედაქტორი

მალის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

რედაქტორი

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ

ადმინისტრატორი