სამართალი

კორუფციაში ბრალდებით „ქართული ოცნების“ წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12.845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51.380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1.000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

პროკურატურაში ადასტურებენ ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის ანგარიშების დაყადაღებას

ადმინისტრატორი

გია ჭანტურიას ოჯახმა მკვლელობის გამოძიების ხელახალი მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ადმინისტრატორი

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ადმინისტრატორი