სამართალი

ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კ. ი. მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მეზობლად მცხოვრებ ნ. ბ.-ს. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში” – წერია პროკურატურის განცხადებაში. პოლიციის თანამშრომლებმა კ. ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მსგავსი სიახლეები

ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს

editor

ორი ქართველი იტალიაში დააკავეს

editor

„რუსთვი 2“ ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის გაყიდვას აპროტესტებენ

editor