ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული აქტივისტები აქტიურად აწარმოებენ ტვ „იმედის“ ბულინგს.
აგვისტოს თემაზე მომზადებული ფილმის შემდეგ ფეისბუქზე არ წყდება ტელეკომპანიის თანამშრომლების შეურაცხყოფა და მიზანმიმართული ბულინგი.
დღეს მათ კოლექტიური ლანძღვის და კატეგორიული მოთხოვნის წერილის შედგენა გადაწყვიტეს, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტებს გაუგზავნიან.
ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები არიან, რომლებიც კვლავ განაგრძობენ საზოგადოების მოტყუებას და იმის მტკიცებას, რომ პოლიტიკურად მიუკერძებლები არიან.