მისივე თქმით, გუშინ ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ღობეები და დღეს კვლავ გააგრძელეს მუშაობა. ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებისგან ე.წ. საზღვარს, რომელიც საკმაოდ არის შემოჭრილი მათი ბარებისკენ და მათი ტერიტორიების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება