სამართალი

ტვ პირველთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედოვნებს, რომ ტვ პირველზე დღეს მომხდარი კიბერთავდასხმა დროულად იქნება გამოძიებული შესაბამისი უწყებების მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება” – ნათქვამია განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღლონტი მისი დაკითხვის დეტალებზე საუბრობს

რედაქტორი

თბილიში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

editor

მიხეილ კალანდიას საქმეზე დაიკითხნენ პირები რომლებიც მკვლელობის ადგილთან ცხოვრობდნენ ახლოს

editor