მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი სისტემა ახალგაზრდებზე მორგებული იქნება. ამასთანავე, უპირატესობა მიენიჭებათ განათლებულ და ინგლისურად კარგად მოსაუბრე ადამიანებს. დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ამჟამად არსებული სისტემის ნაკლოვანებაზე, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავს შეერთებულ შტატებში.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის პირას არსებული ტერიტორიები უფრო მკაცრად გაკონტროლდება და თავშესაფრის მომთხოვნების მიმართ რეგულაციებიც გამკაცრდება.

მსგავსი სიახლეები

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ „ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრა სექტემბერში შედგება

editor

ქართული კინოპროექტი ინგა ევროპის ევრიმაჟის ფონდის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 60 000 ევროთი დაფინანსდა

რედაქტორი

ალექსეი პუშკოვი: ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ

რედაქტორი