მსოფლიო

მალის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

მალის დედაქალაქ ბამაკოში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სტიქია ძლიერმა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ღამე დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდა. წყალდიდობამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა. დანგრეული და დატბორილია ასობით შენობა, ამასთანავე, დაზიანდა ქალაქში არსებული ხიდების უმეტესობა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე არხები დიდი ხანია არ გაწმენდილა, რის შედეგადაც წყლის უხვმა ნაკადმა დედაქალაქის ნაწილი დატბორა.

მსგავსი სიახლეები

6 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეაში ტაიფუნ მიტაგის დროს

editor

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს

ადმინისტრატორი

ხიდის ჩანგრევას შედეგად ტაივანში რამდენიმე ადამიანი დაშავდა

editor